კაცხის მაცხოვარი |
მეორე
მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი,
რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე და რაოდენი არს წყალთა
შინა და ქვეშე ქვეყანისა, არა თაყვანი სცე მათ და არცა ჰმსახურებდე მათ.
ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს კერპთა თაყვანისცემას.
კერპი არის ცრუ ღმერთის ქანდაკება.
მეორე მცნება არ გვიკრძალავს ხატთა თაყვანისცემას, რადგან
ხატები ჭეშმარიტი ღმერთის და მისი წმიდანების გამოსახულებებია. ხატების თაყვანისცემის
დროს, გონების თვალით უნდა შევხედოთ ღმერთს და იმ წმიდანებს, რომლებიც ხატებზე არიან
გამოსახულნი.
მეორე მცნება გვიკრძალავს: კერპთაყვანისცემას, ანგარებას,
ნაყროვანებას, სიმთვრალეს, ამპარტავნებასა და მედიდურობას.